Promoting Democratic Values In Abkhazia

14 October 2016 / by Zviad Adzinbaia (author)
 (photo: )

 

თემურ გურგულიამ მცირედი თუ იცოდა ონლაინ რადიოების შესახებ, როცა მის მეგობრებთან ერთად გადააწყდა პროექტს, რომლის მიზანიც კავკასიაში დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცება იყო. ჩეხური ორგანიზაციის ,,სორსფაბრიკი” და ,,შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს” (SIDA) საერთო ინიციატივამ აფხაზ ახალგაზრდებს შესანიშნავი შანსი მისცა აესრულებინათ საკუთარი მისწრაფება და წამოეწყოთ თავიანთი ონლაინ რადიო სოხუმში.

,,მე რადიოს დიდი მოყვარული ვიყავი მუდამ”, ამბობს თემურ გურგულია, რომელიც 90-იანების უშუქობის პერიოდში აქტიურად მიმართავდა ბატარეაზე მომუშავე ძველ პლეიერს მისი ფავორიტი რადიო გადაცემების მოსასმენად.

რადიოსადმი განსაკუთრებული სიყვარულით და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით ახალგაზრდებმა დააფუძნეს “A-Radio” აფხაზეთში დემოკრატიული პრინციპების ხელშესაწყობად. ონლაინ პლატფორმის მიზანი ასევე იყო გაეფართოვებინა ალტერნატიული ინფორმაციისადმი წვდომა რეგიონის ახალი თაობისთვის.

საინტერესოა, რომ ახალბედა რადიომ პირველი ნაბიჯები წარმატებით გადადგა და საკუთარი აუდიტორიის პირველი ერთობასაც მოუყარა თავი რამდენიმე საწყისი გადაცემის მეშვეობით. დონორებმა რადიოს მნიშვნელოვნად შეუწყვეს ხელი არა მხოლოდ ტექნიკური აღჭურვილობით, არამედ რადიოს მენეჯმენტის და გადაცემების მომზადების მასტერკლასებით.

რადიომ ექსკლუზიურად წამოიწყო გადაცემები, რომლებიც მოიცავს საუბრებს კინოზე, სპორტზე თუ მოგზაურობაზე. ამავდროულად, რადიო აქტიურად სთავაზობს მის მსმენელს ექსპერტის ინტერვიუებს კანონის უზენაესობის, პოლიტიკისა და სოციალური საკითხების გარშემო. ამათან, მუსიკა რადიოს მაუწყებლობის განუყოფელი ნაწილია.

A-რადიოს ახალგაზრდა მოხალისე ილონა ვარდანია მის საავტორო გადაცემაში ,,აღმოაჩინე აფხაზეთი” იწვევს სპეციალურ სტუმრებს, რომლებიც მსმენელს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ აფხაზეთში ტურისტული ლოკაციებისა და ჯერ-ჯერობით აღმოუჩენელი ზონების შესახებ. მსმენელს ასევე ეძლევა საშუალება გაიგოს მეტი აფხაზურ ფოლკლორულ ტრადიციებზე.

მსმენელის განსაკუთრებულ ყურადღებას ასევე იქცევს არტურ გაგულიას გადაცემა “დიდი კინო შოუ”, რომელიც ძირითად ყურადღებას თანამედროვე კინოზე ამახვილებს. გაგულია სხვადასხვა კუთხიდან განიხილავს მსოფლიო კინო ინდუსტრიას და მის ძირითად ტენდენციებს, რასაც ემატება კინო ვარსკვლავების ცხოვრების საინტერესო ასპექტების განხილვა. შოუს გრძელვადიანი მიზანია გააუმჯობესოს კინო განათლება აფხაზეთის ახალგაზრდებში.

ბოლო, მაგრამ არანაკლები გადაცემა ,,ჩვენი სპორტ-ფანები” დიდწილად საკუთარ ძალისხმევას მიმართავს სპორტის მოყვარულთაკენ და აქტიურად საუბრობს სპორტის პოპულარულ სახეობებზე, როგორებიცაა ,,ფორმულა 1’’ და ფეხბურთი. გადაცემის მიზანია ადგილობრივ საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წახალისება.

A-რადიოს სხვა გადაცემებს წარმოადგენენ ,,აფხაზური პრესის მიმოხილვა”, ,,მოგზაურობა ანგელასთან ერთად’’ და ,,ლიტერატურული მსოფლიო”. ეს უკანასკნელი საკუთარ მსმენელს აფხაზური ენის შესახებ საინტერესო ისტორიებს აცნობს. 

უკვე ერთ წელიწადზე მეტია რაც A-Radio აქტიურად ურთიერთობს მის ინტერნეტ მსმენელთან. ამასთან, საკუთარი აუდიტორიის გაფართოებაზე მუდმივად მოფიქრალი გუნდი გარკვეულ გამოწვევებსაც აწყდება. სირთულე, რომელიც აფხაზ ახალგაზრდებს გზად ეღობება არის ინტერნეტის დაბალი ხარისხი და შეზღუდული ხელმისაწვდომობა რეგიონის არაცენტრალურ ადგილებში. მიუხედავად ამისა, გურგულია ამბობს, რომ ის და მისი მეგობრები მოხარულები არიან, რომ ჰყავთ ერთგული მსმენელები. რადიოს აუდიტორია არა მხოლოდ ერთგულებით გამოირჩევა, არამედ უშუალო ურთიერთობაში შემოდის და დიდად აფასებს ახალგაზრდების უანგარო მოტივაციას. A-Radio ცდილობს იყოს ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი მაუწყებელი სხვა ადგილობრივ FM რადიოებს შორის აფხაზეთში.

საზოგადოებრივი საქმიანობისთვის საკმაოდ დიდი დროისა და ძალისხმევის დათმობის შემდეგ, ექვსი ახალგაზრდისგან შემდგარ გუნდს შორსმიმავალი გეგმები აქვს. კერძოდ, გურგულიას და მისი მეგობრების ამოცანაა მომავალში უფრო მეტი მონაწილეობა მიიღონ თავიანთ საზოგადოებაში დემოკრატიული პრინციპების უფრო გაძლიერების პროცესში. 

შემოუერთდით A-რადიოს Facebook-ზე.

A-რადიო SoundCloud-ზე